საქართველოს შუა დერეფნის პოტენციალის გამოყენებისთვის უკეთესი ინფრასტრუქტურა სჭირდება – ჯონ ბრაეკეველდტი

საქართველოს შუა დერეფნის პოტენციალის გამოყენებისთვის უკეთესი ინფრასტრუქტურა სჭირდება – ჯონ ბრაეკეველდტი

შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებისა და შენარჩუნებისთვის, საქართველოს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ვინაიდან დღეს არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ტვირთების გატარებისთვის საკმარისი არ არის, – ამის შესახებ ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ჯონ ბრაეკეველდტმა ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ინფრასტრუქტურა, რათა ბიზნესებისთვის უფრო იაფი და სწრაფი ალტერნატივა შეიქმნას, ვინაიდან სწორედ ახლა არის ტრანსპორტის ნაკადის მოზიდვის შესაძლებლობა.

„ჩვენ უკეთესი ინფრასტრუქტურა და უკეთესი კოორდინაცია გვჭირდება“, – აღნიშნა ბრაეკეველდტმა და ხაზი რკინიგზის მნიშვნელობასაც გაუსვა:

„უკვე წლებია ვიცით, რომ სარკინიგზო სატვირთო ნაკადები ცენტრალური აზიიდან კავკასიის გავლით უფრო დიდია, ვიდრე ევროპული სარკინიგზო ნაკადები. კვლევაც არსებობს, რომ საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოში, აჭარის რეგიონში გაკეთდეს ტვირთის გადატვირთვის სისტემები, რაც შუა კორიდორის გავლით ტვირთების გადაზიდვას დააჩქარებს და ეს უფრო იაფიც იქნება.

უკრაინაში ახლა ომია, ამიტომაც გვაქვს შუა დერეფანი. ვიმედოვნებ, რომ ეს ომი ერთ დღეს დასრულდება, მაგრამ როცა ომი დასრულდება, ეს შუა დერეფანი სიცოცხლისუნარიანი აღარ იქნება. ეს შუა დერეფანი ახლაც ძვირია და არც საკმარისი ინფრასტრუქტურაა. ამიტომაც ახლა არის იმის დრო, რომ ბიზნესმა, მთავრობამ და სპეციალისტებმა ერთად ვიმუშაოთ, რათა გვქონდეს კონკრეტული გეგმა მომდევნო თვეებისთვის, რომლის მიხედვითაც საქართველოში ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა მან.

ინფრასტრუქტურაზე საუბრისას ბრაეკეველდტმა ყურადღება პორტზეც გაამახვილა და ანაკლიის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესს სჭირდება ოპერირებადი, ტექნიკურად გამართული პორტი – „ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესი, ჩვენ გვჭირდება კონტეინერების გემებზე გადატვირთვა, ჩვენ არ გვინდა პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ ჩვენ გვაფერხებს ის, რომ ეს საკითხი [ანაკლიის პორტი] ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი. ეს საკითხი უნდა გადაიჭრას სამართლიანად ყველასთვის ისე, რომ ბიზნესი კი არ დაზარალდეს, არამედ ბიზნესს დაეხმარონ“.

მსგავსი სიახლეები

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან გაიზარდა – Eristavi Estates

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან…

RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების…
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! – ჰერჩინსკი

არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ…

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი…
„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. „ზოგადად, კომპანია იზრდება…